რუსთავში ხანძრის შესახებ, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, დეტალები ხდება ცნობილი. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი მეგობრობის N3-ში პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ამასთან, გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და მეხუთე სართულზე მცხოვრები შუახნის მამაკაცი. მათი გარდაცვალების მიზეზი კვამლი გახდა. როგორც ირკვევა, საკვამურებმა ნამწვი ვერ გაატარა.
ხანძრისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა. მას კოჭის ძვალი აქვს მოტეხილი და ოპერაცია უტარდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.