რუსთავში, შარტავას გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდაფი” გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს, დაკეტილ ობიექტში, მამაკაცმა მინის გატეხვის შემდეგ შეაღწია.
2 ლეპტოპი აიღო და ტერიტორია რამდენიმე წამში დატოვა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ეკიპაჟები.
ქურდობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავეს, მას ნაქურდალი ნივთები თან აღმოჩნდა.