რუსთავში, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული.