რუსთაველის გამზირი პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმა დაიკავა.
ე.წ. რობოკოპებმა პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით დაშალეს და რუსთაველის გამზირის აღნიშნულ ნაწილზე განლაგდნენ.
მანამდე სპეცრაზმის თანამშრომლებმა ასევე, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს მომიტინგეები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩაზე და საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული ორივე მხარე დაიკავეს. შესაბამისად, უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები აღარ არიან, თუმცა ისინი სპეცრაზმის ბარიკადების მიღმა მაინც რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგეების დასაშლელად შსს-ს წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება არაერთხელ დასჭირდა.
ავტორი