“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა, სანაპიროზე მდებარე რესტორანი HB გატეხეს, სალარო აპარატიდან მოპარულია თანხა.
ასევე, გატეხილია და წაღებულია თანხა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან “სიო” -დან.
როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.