რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართ ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი და არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის დროს, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა რუსთაველის გამზირი საპატრულო მანქანების დახმარებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.
ადგილზე საქართველოს პირველი არხის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს. აქციის მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფებიან, სადაც პარაკლისია დაანონსებული. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას.
წყარო: 1tv.ge