დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაციიისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.





























































