“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიის თანამშრომლებმა გაფიცვა დაასრულეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა დასაქმებულმა განუცხადა.
მისი თქმით, დასაქმებულებს შორის არჩევნებით 2 დელეგატი შეირჩევა, რომლებიც ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება.
“დასაქმებულებს შორის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ დელეგატად და ისინი იქნებიან ჩართულები ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების პროცესში. ვფიქრობ, მივალთ კონსესუსამდე. ყველა დაუბრუნდა სამუშაოს, მათ გარდა, ვინც, მანამდე შტატების გაუქმების გამო გაათავისუფლეს, რადგან, სამწუხაროდ, მათ ხელი აქვთ მოწერილი”,_ გვითხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა.
ცნობისთვის, რუსთავის მეტალურგიის ფოლადსადნობი საამქროს რამდენიმე ასეულითანამშრომელი 4 დღის განმავლობაში იყო გაფიცული.
ისინი ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.