რუსთავში, მეტალურგიულ ქარხნაში დასაქმებულები გაიფიცნენ.
info rustavi-ის ინფორმაციით, ქარხნის შესასვლელში რამდენიმე ათეული დასაქმებულია შეკრებელი. გაფიცულები არიან ე.წ. სორტული საამქროს თანამშრომლები. მათი მოთხოვნებია: ხელფასის 30% გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.
გაფიცულ თანამშრომლებს ხვდებიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია და რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე.
არსებული ინფორმაციით მუშების ხელფასი 800-900 ლარს შეადგენს.
წყარო: inforustavi