ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.
“ინფო რუსთავის” ცნობით, შემთხვევა, ფანცულაიას ქუჩაზე მოხდა.
გამოცემა წერს, რომ ოპელის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. 30 წლამდე ქალს ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.
გამოცემის ცნობითვე, პაციენტები, მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა “რუსთავში” შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.