რუსთავში CO-თი ახალგაზრდა გარდაიცვალა, _ სამწუხარო ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
VII მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობელიდან დაგროვდა. ბიჭი ოჯახის წევრების ზარიებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისამართზე მაშველები გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცავებს კი ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სოკარგ გაზის თანამშრომლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.