რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა.
შემთხვევა რუსთავში მოხდა _ XII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.
წყარო: ინფორუსთავი