რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი მესამე სართულის ფანჯრიდან ჩამოვარდა.
“უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, აიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ და ბავშვი მობრუნდა, ლაპარკობდა. ღმერთმა გადაარჩინოს, რა უნდა ვთქვა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ჩვენს კლინიკაში 112-მა შემოიყვანა 3 წლის კლინიკა, რომელის დიაგნოზიც მრავლობითი ტრავმული დაზიანება იყო. პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ამ ეტაპზე ის უკვე გადაყვანილია ბავშვთა საავდმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და პოლიპროფილურ კლინიკაში გადავიდა შემდგომი მკურნალობის მიზნით”, – განაცხადა გელაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
წყარო: ინფორუსთავი