რუსთავში პარკირების გამო კაცს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რუსთავის მე-17 მკრ-ში მოხდა.
მათი თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო, რაც, მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.