რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას tass რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ქალაქ ფეოდოსიიდან დაახლოებით 50 კილომეტრში გაუჩინარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.
ინფორმაცია გადარჩენილების ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.