წინა კვირაში, სირიაში, აჯანყებულთა დაჯგუფებამ “ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამ” (HTS), 13 წლის შემდეგ, მოულოდნელად წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
ისინი არიან სუნი მუსლიმების რადიკალური დამოუკიდებელი დაჯგუფება, რომლებიც უკვე დიდი ხანია იბრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ. ექსპერტების განცხადებით, HTS-მა ისარგებლა ასადის მოკავშირე რუსეთის სისუტით და დაიწყო სამხედრო მოქმედებები იდლიბის რეგიონიდან. აჯანყებულები სულ რაღაც სამ დღეში მიადგნენ ალეპოს საზღვრებს, რომელიც სირიაში სიდიდით მეორე ქალაქია.
დღეის მონაცემებით, აჯანყებულებმა უკვე აიღეს ქალაქი ალეპო და სამხრეთის მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა.
ბაშარ ალ-ასადი, საბრძოლო მოქმედებიბდან მალევე, გაიქცა და მოსკოვში აფარებს თავს.
რუსეთი ჯერ-ჯერობით უშედეგოდ ცდილობს სირიაში კონტორლის დამყარებას, იყენებს ბომბდამშენებს, მაგრამ მისი სახმელეთო ძალები მუდმივ უკან დახევის რეჟიმში არიან, _ იუწყებიან ტელეგრამ არხებზე.
გენერალი სერგეი კისელი, რომელმაც ხარკოვის აღების მცდელობის დროს კრახი განიცადა 2022 წელს, სირიაში იყო გადაყვანილი, მაგრამ აქაც დამარცხდა Ryber.ru-ს თანახმად, კისელი თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს.
გენერალი სერგეი კისელი თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს
აჯანყებულებმა, ასევე, ხელში ჩაიგდეს ჰამაჰ-ის სამხედრო აეროდრომი, სადაც რუსული ბომბდამშენები და ანტისაჰაერო დანადგარები იყო განლაგებული, რის გამოც მათ ხელში აღმოჩნდა რუსული რეაქტიული გამანადგურებლები და სხვა მაღალი დონის შეიარაღება. ასევე, მათ ხელში აღმჩნდა რუსული ტანკები, ბეტეერები, და სხვა მრავალი სამხედრო აღჭრვილობა.
ავტორი