რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა. ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“როსკოსმოსის” განცხადებაში ნათქვამია, რომ “აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა”. ცნობილია, რომ მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.
ცნობისთვის, Luna–25 მთვარეზე 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან გაუშვეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო.