BBC-ის ინფორმაციით, ორშაბათს გახორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინა გადავიდა ელექტრო ქსელის სტაბილიზაციისთვის შუქის საგანგებო გათიშვაზე,_ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, დაზარალდა მრავალი რეგიონი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ კიევის რეგიონის დაახლოებით ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე იქნება უახლოეს დღეებში.
ცნობისთვის, უკრაინაში ახლა თოვს და ბევრ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა ნულამდეა დავარდნილი. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა. არსებობს შიში, რომ რამდენიმე ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ჰიპოთერმიით.