ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებმაც 2 მარტს დაარღვიეს შვედეთის საჰაერო სივრცე გოთლანდის მახლობლად, აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით _ ინფორმაციას შვედური ტელეარხი TV4 ავრცელებს.
ტელე არხის ინფორმაციის თანახმად, დარღვევა იყო მიზანმიმართული ქმედება შვედეთის დაშინების მიზნით.
,,უკრაინაში კონფლიქტის გამო, შვედეთის საჰაერო ძალებმა გაზარდეს მზადყოფნა და ადრევე დაინახეს, რომ რუსი პილოტები გოტლანდისკენ მიემართებოდნენ.“ – წერს TV4
საჰაერო ძალების უფროსის კარლ-იოჰან ედსტრომის თქმით, რუსეთის ეს ქმედება შეგნებულად იყო გაკეთებული, რაც ძალიან სერიოზულია
,,შეგნებულ ქმედებად ვაფასებთ. რაც ძალიან სერიოზულია, მით უმეტეს, რომ მეომარი ქვეყანა არის.
ინციდენტი გავაანალიზეთ და გასაგებია, რომ არასწორ ნავიგაციას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. მათ დაარღვიეს შვედეთის საზღვრები.“ – ამბობს კარლ-იოჰან ედსტრომი
წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ 2 მარტს კალინინგრადის რუსული ავიაბაზიდან ოთხი თვითმფრინავი აფრინდა. აქედან ორი კი, თავდასხმის თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით.
“ეს არის სიგნალი შვედეთისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და შეგვიძლია განვიხილოთ მათი გამოყენებაც”, – ამბობს სტეფან რინგი, სამხედრო სტრატეგიული ექსპერტი.
შვედეთის ტერიტორიის დარღვევა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. საჰაერო ძალებმა განალაგეს ორი JAS 39 Gripen, რომლებსაც შეეძლოთ გადაეღოთ შემოჭრილი თვითმფრინავები. სწორედ მაშინ დადასტურდა, რომ რუსული თვითმფრინავები აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით. გარე დამკვირვებლები ინციდენტს რუსეთის მხრიდან მკაფიო სტრატეგიის გამოხატულებად თვლიან.