რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჭრილის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა თავად ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა.
ამასთან, კრამატორსკის საქალაქო საბჭოს ცნობით, ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.