უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ხარკოვის დაბომბვას, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.
რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი რიჰზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ღამით შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. უკრაინა თავდასხმასაც განაგრძობს. რუსეთის კრასნოდარის მხარის, ტიხორეცკის რაიონში აფეთქებები იყო.
საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.