რუსულმა ძალებმა ღამით ქალაქ ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 9-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება საავადმყოფოს, დაბომბვის შედეგად მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა, არავინ დაშავებულა.