რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე შეტევა განაახლეს, ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით მტერმა ზაკეტნის, სივერსკის, გრიგოროვკას, ტატიანოვკას, დონეცკის და რაიგოროდოკის რაიონები დაბომბა. უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმა სპორნოე-ივანო-დარიევკას მიმართულებით.
„ბახმუტის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ბერესტოვოსა და ნიუ-იორკის დასახლებებთან. განახორციელა საარტილერიო დაბომბვა ბერესტოვოეს, სოლედარის, ზვანოვკასა და სემიგორიეს რაიონებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩაახშვეს მტრის შტურმის მცდელობა დოლომიტნოე-ნოვოლუგანსკისა და დოლომიტნოე-სემიგორიეს მიმართულებებით.
„იგივე ბედი ეწიათ ოკუპანტებს როტა-ვერშინას მიმართულებით. მტერმა უკან დაიხია. გადაჯგუფების შემდეგ, მტერმა განაახლა შეტევა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე, ბრძოლა გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.