რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი რუსულმა პოლიციამ დააკავა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს.
ენერგოატომის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის თქმით, იჰორ მურაშოვი დააკავეს ზაპორიჟჟიას ატომური სადგურიდან, ევროპაში უდიდესი, ქალაქ ენერჰოდარში მიმავალ გზაზე, დაახლოებით საღამოს 4 საათზე დააკვეს.
“ის მანქანიდან თვალახევული გადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს”, – აღნიშნავს კოტინი ტელეგრამზე.
კოტინმა თქვა, რომ მან მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს, რაფაელ გროსს, მიეღო „ყველა შესაძლო დაუყოვნებლივი ქმედება მურაშოვის სასწრაფოდ გასათავისუფლებლად“.
რუსეთს ამ საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებენ.
ავტორი