გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აბასთუმანში აგვისტოს თვეში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განახორციელა.
ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში განთავსებული იყო სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე. მობილური სადგურის საშუალებით ჰაერში უწყვეტ რეჟიმში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა გაიზომა: მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, აზოტის ოქსიდი და NOx, ოზონი და ნახშირბადის მონოოქსიდი.
გაზომვების შედეგად აბასთუმანში ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა და მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების ზღვრულ მნიშვნელობებზე გადაჭარბება არ აღინიშნა, _ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრჩელებს.