გუშინ დასრულდა ძიუდოს გრანდ სლემი თელ-ავივში, სადაც ძალიან კარგად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა. ჩვენმა გუნდმა საბოლოო ჯამში თავი 2 ოქროს, 1 ვერცხლს და 5 ბრინჯაოს მედალს მოუყარა თავი. ვაჟთა შორის პირველი გუნდური ადგილი დავიკავეთ, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში, მხოლოდ ფრანგებს ჩამოვრჩით.
პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, გრანდ სლემზე მედალი ქალმა ძიუდოისტმა მოიპოვა _ ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ოქროს მედლებს დაეუფლნენ ლაშა ბექაური (-90 კგ), რომელმაც ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და გელა ზაალიშვილი (+100), რომელმაც რუსი ტამირლან ბაშაევი დააიპონა.
ტურნირის პირველ დღეს ფინალში იჭიდავა თემურ ნოზაძემ (-60), რომელმაც გაშვებული ვაზარის შემდეგ გათანაბრება შეძლო, მაგრამ შემდეგ კიდვ ერთი ვაზარი გაუშვა და სამწუხაროდ დამარცხდა აზერბაიჯანელ მამადსოითან.
ბრინჯაოს მედლების მოიპოვება შეძლეს: ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილმა (90.), ილია სულამანიძემ (-100კგ. რომელმაც ასევე ქართველი ონისე სანებლიძე დაამარცხა) და გურამ თუშიშვილმა (+100)
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსაჯების უხეშ შეცდომას შეიძლება დავაბრალოთ ლაშა შავდათუაშვილის უმედლოდ დარჩენა _ მასპინძელ ტოჰარ ბუტბულთან დაპირისპირებაში მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილების გამო ლაშას მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგო.