დიდ ბრიტანეთში რვაფეხების მეურნეობა ამოქმედდა.
რვაფეხებს მიდიებით, კრევეტებით, თევზებისა და კიბორჩხალების მცირე ნაწილებით კვებავენ.
გარემოსდამცველები რვაფეხების საკვებად მოშენებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ.
მათი მტკიცებით, ისინი, სხვა სახეობებთან შედარებით, მგრძნობიარე არსებები არიან, რომელთაც ტკივილისა და ემოციების განცდა გამძაფრებული აქვთ.
მსოფლიოში რვაფეხების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. შესაბამისად, მისი ფასი ზრდადია. ისინი დელიკატესად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ რვაფეხებით წვნიანებს ამზადებენ, სამხრეთ კორეაში მას ცოცხლადაც კი სჭამენ.
ავტორი