“საშინელება ტრიალებს, როგორ უნდა შევხედოთ მის დედას თვალებში, არ ვიცით. 22 წლის უკარგესი შვილი დაკარგა. თომა მალე დაოჯახებას აპირებდა, როგორც ვიცი. შეყვარებული ჰყავდა. უპატიოსნესი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. ზოგადად, ეგ მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, საშინელი ადგილია. უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება მანდ.
რა გახდა ამ გზაზე კამერების დაყენება? რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ავარიას” – ყვებიან ambebi.ge-სთან ფოთელები.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.


































































