უახლოესი დღეების ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.