პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, უკვე მეორე წელია, ლელობურთი ხალხმრავალი ღონისძიებებით არ აღინიშნება.
დღეს სოფელ შუხუთში სიმბოლურად ბურთი შეიკერა, რომელიც ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს.
შუხუთში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდა.
„ ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთი იმართებოდა. პანდემიის გამო, უკვე მეორედ, ხალხმრავალი ღონისძიება აღარ ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. „ლელო“ სოფელ შუხუთში, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ“ იმართება.