ლანჩხუთის ბაგა-ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი 21 იანვრიდან უნდა განახლდეს, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, გეგმიური სანიტარული სამუშაოები გახორციელდება, რაც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას.
როგორც გაირკვა, ცენტრის ხელმძღვანელს ნატა კობალავას ამის თაობაზე სამუშაო შეხვედრა ჰქონდა ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებთან, სადაც, ასევე, ისაუბრეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასა და აღსაზრდელთა ჯანმრთელობის კონტროლზე.