საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება.
“სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა ჩემი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 9 იანვარს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს.
ახლა როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ”,_ წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.