უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან თათბირზე წამოიჭრა.
ერმაკოვმა განმარტა, რომ მას არ შეუძლია თქვას, ვისი წინადადება იყოს ეს, თუმცა, დააზუსტა, რომ ის სააკაშვილს დიდი ხანია იცნობს:
„მე და ბატონი სააკაშვილი კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურდამთავრებულები ვართ“, _ თქვა ერმაკმა.
ერმაკთან ახლო ურთიერთობები სააკაშვილმაც დაადასტურა:
„უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ჩემი ძველი მეგობარია _ ჩვენ ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერმაკი ბევრჯერ იყო საქართველოში ქართული რეფორმების გასაცნობად:
„ის კარგად იცნობს ჩემს რეფორმებს. სხვათაშორის, მან ზელენსკის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად „ბათუმის საოცრების“ ავტორი ლევან ვარშალომიძე დანიშნა“, _ თქვა სააკაშვილმა.


































































