საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ახალი განათლების (გაუნათლებლობის) სისტემის ერთ-ერთი ოფიციალური თანაავტორი არის კახა კალაძე.
„ივანიშვილმა დახურა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მაშინ ჩემ გარდა ყველა ჩუმად იყო. ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას.
ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ ახალი განათლების (გაუნათლებლობის) სისტემის ერთ-ერთი ოფიციალური თანაავტორი არის რეალურად 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.



































































