საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შენობის გაყიდვა მორიგი დიდი მავნებლობა იქნება.
„საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა – ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა.
ქუთაისში პარლამენტის გადატანა, ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, და საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად… ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას.
ივანიშვილს უნდა, ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს, იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო.
დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში“,_ წერს სააკაშვილი.