საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.
“მოვუწოდებ De Facto ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული “სასამართლოს” განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები.
ვინაიდან მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას”,_ წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ხვალ სასამართლომ “პიჯაკების საქმეზე” გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
































































