“ეს არის სისტემასთან ბრძოლა და ამ კაცს მე შევთავაზე, რომ დავილაპარაკოთ, როგორ უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკოს ედუარდ შევარდნაძის მსგავს ხელშეუხებლობას დაჰპირდა.
„მე მას ვუთხარი თვალებშიც, როცა ვნახე, რომ შევარდნაძეს მე მივეცი გარანტიები, რომ არავინ ხელს არ მოკიდებდა და არც შენ მოგკიდებდა ხელს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს რეიტინგი გაცილებით დაბალია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათთან გარიგებას არ აპირებს.
„სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, რომ მდომოდა, ახლა ვიჯდებოდი შოკოლადში. სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, რომ მდომოდა ყველა ეტაპზე იყო შემოთავაზება ფულის, თანამდებობის, პერსპექტივების, საქართველოში გაგზავნის და ფულის მიცემის ბევრის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
rustavi2.ge