მიხეილ სააკაშვილი მინერალური სასუქების იმპორტზე კვოტირების დაწესებას ეწინააღმდეგება.
როგორც rubryka იუწყება, სააკაშვილის თქმით, სასუქზე იმპორტზე კვოტირება ოლიგარქიის მიზნებს ემსახურება.
“რაც შეეხება სასუქებთან დაკავშირებულ ვითარებას წერილი გავუგზავნე ეკონომიკის მინისტრს. განვიხილავთ პრემიერთან ერთად და ვფიქრობ, შევაჩერებთ“,_ თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა კვოტირების ინიციატივას “კლასიკური შემთხვევა უწოდა მონოპოლისტ-ოლიგარქიული ბიზნესის ინტერესების ლობირებისთვის”.
„სიტუაცია შემდეგია დავიცვათ უკრაინელი მწარმოებელი, შედეგად იმპორტი დახურულია არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ევროპიდანაც, რაც რუსეთიდან იმპორტზე შედარებით 30%-ით იაფია. სიტუაცია მარტივია. ჩვენ გვყავს მონოპოლისტ-ოლიგარქები, ამ შემთხვევაში დიმიტრი ფირთაში, ოლეგ ბახმატიუკი. მათ გაყვეს ბაზარი“,_ თქვა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა.
სააკაშვილის თქმით, არსებობს მცირე სასუქის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც კარგ კონკურენციას წევენ და მოგებას იღებენ. ამ კონტექსტში მან მოიხსენია რინატ ახმეტოვის ქარხანა DTEK-ი.
„რატომღაც, ეს პატარა კომპანია მუშაობს და არა მხოლოდ DTEK, არამედ რამდენიმე სხვა მწარმოებელიც კარგად მუშაობს. თუ ისინი კარგად მუშაობენ, რატომ არ მუშაობენ სხვები?” – კითხულობს ის.
მანამდე, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოუწოდა უკრაინელ ბიზნესმენებს გამოაქვეყნონ მოკლე ვიდეოები ჰაშთაგით #ГоворитьБізнес. მან პირობა დადო, რომ პრობლემებს პრეზიდენტს გადასცემდა.