მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გავრცელდა.
“მჯერა, რომ ის შეძლებს სტიმული მისცეს ეროვნული რეფორმების საბჭოს და დაეხმაროს მნივნელოვან ცვლილებებს ქვეყანაში“,_ აცხადებს ზელენსკი.
გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულება ძალაში გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა.