საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დეპუტატებთან მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე აღარ ლაპარაკობს, _ იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.
როგორც გამოცემის წყარო იუწყება, დეპუტატები გაურკვევლობაში არიან: „უკვე დავიბენით _ ხან არის სააკაშვილი კანდიდატი, ხან _არა. არც ზელენსკის ოფისი ცდილობს ხმების მოგროვებას მის სასარგებლოდ“.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას მართავს ფრაქცია „გოლოსის“ წევრებთან. წყაროს თქმით, სააკაშვილი საკმაოდ მშვიდია და აღარ ითხოვს, ხმა მისცენ მის ვიცე-პრემიერად დანიშვნას.
„ჩვენ ახლა სააკაშვილს ვხვდებით. მიხო ზელენსკის მრჩევლის პოსტზე ლაპარაკობს. როგორც ჩანს, „სლუგებმა (ფრაქცია „სლუგა ნაროდა“) გააცურეს“, _ ამბობს “გოლოსის” წევრი.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მთავრობამ უმაღლეს რადაში სააკაშვილის საბუთები აღარ გააგზავნა.