ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, _ ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.
ლუცენკოს მტკიცებით, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
უკრაინის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ბრალდების მხარეს აუდიო და ვიდეომტკივებულებები აქვს, რომლებიც ლუცენკო კიევში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.