უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიიღო და 2018 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების ფაქტს იძიებს.
განცხადების მიხედვით, საქმე ეხება სააკაშვილზე თავდასხმის, გატაცებას და უკრაინიდან პოლონეთში უკანონოდ გადაყვანას.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს დაბრუნდა. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისი წინამორბედის, პოროშენკოს გადაწყვეტილება გააუქმა და სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა.