https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მაია ვაჩაძეს მხარი არ დაუჭირონ

10:10; 7.10.2019
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დეპუტატების შეკითხვებს ამჟამად კანდიდატი მაია ვაჩაძე პასუხობს.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძის მიმართ შეკითხვები მამუკა ხაზარაძესთან სიახლოვის გამო, ლისის ტბის წართმევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სადავო დასკვნებზე დაუსვან, ხოლო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს, მაია ვაჩაძეს ორგანიზაციის სახელით წარდგენილი მიმართვა გააცნოს და პოზიცია დააფიქსირებინოს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სპეციალური განცხადებით მიმართა და მაია ვაჩაძის მიმართ მხარდაჭერაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები დაასაბუთა. „ჩვენ არ გაგვაჩნია დასახელებული კანდიდატის კვალიფიკაციის მიმართ კითხვები, მაგრამ მის მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება კეთილსინდისიერების პრინციპს ვერ პასუხობს. მაია ვაჩაძე არაერთი გახმაურებული, საჯარო ინტერესის მქონე დავის მოსამართლეა, რომელიც გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი რეაქციები უძღვის განსახილველ სადავო თემებს. სწორედ ასეთია ლისის ტბის წართმევის საქმეც, უმძიმესი სისტემური დანაშაული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ხელით და მონაწილეობით განახორციელა“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მაია ვაჩაძემ 2019 წლის 16 მაისის თარიღით მიიღო, რეალურად, მხარისთვის, სასამართლოს მხრიდან ცნობილი 2019 წლის 22 ივლისს გახდა. ზაფხულის ხვატში მოსამართლემ თითქოსდა შეუმჩნევლად წარმოადგინა მიღებული გადაწყვეტილება (რომელზედაც მანამდე არაერთი წერილი გაიგზვანა, რომ დაეჩქარებინა საქმეზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მისაღები გადაწყვეტილება) და ლისის ტბა რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის საკუთრებაში დატოვა. „ჩვენ ამ პროცესში დავიჩაგრეთ, შედეგებმა აჩვენა, რომ გავლენამ და კონტაქტებმა ქვეყანაში სამართალი გაამრუდა. ამიტომ, მოგმართავთ და მოგიწოდებთ, ყურადღებით გაეცნოთ წარმოდგენილ მომართვას და ქალბატონი ვაჩაძის შეფასების პროცესში გახსოვდეთ, რომ თქვენს წინაშე სტანდარტის სასამართლოში საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვს ადამიანი, რომელმაც ღიად და ერთმნიშვნელოვნად გაბედა და თქვა, რომ 2012 წლამდე საქართველოში, სისტემური დანაშაულებები არ ყოფილა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.

სასამართლომ რამაზ ახვლედიანის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა და საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული – არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული მართლმსაჯულების აქტია, თავდაყირა აყენებს სადავო საკითხებზე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს შერჩევითი სამართლის თვალსაჩინო მაგალითს და არ არის დაცლილი მოსამართლეებისთვის ნაკარნახევი პოლიტიკური გავლენებისგან.

მოსამართლე მაია ვაჩაძის სამართლებრივი დასკვნები გაუმართლებელი და დასაგმობია პოლიტიკური კონტექსტის იმგვარი შეფასებით, რამაც მთლიანად გაამართლა მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობის პირობებში, გამორიცხა საქართველოში სისტემური დანაშაულების არსებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულების სამართლებრივი შეფასების განხორციელებისთვის ესაჭიროება რამაზ ახვლედიანის მიერ მტკიცებულებით გამყარებული ობიექტური ფაქტობრივი მოცემულობის წარდგენა და აღნიშნავს, რომ რამაზ ახვლედიანი მხოლოდ პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, აგრეთვე, მის მიმართ შესაბამისი უწყებების მხრიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და პროკურატურაში მის ერთჯერად დაბარებაზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტი, თუმცა ამგვარი იძულების დადასტურების შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, კერძოდ, ის, თუ რა მომენტამდე და რა ღონისძიებებით ხორციელდებოდა რამაზ ახვლედიანის ნებაზე ზემოქმედება. სასამართლო ამბობს – ყურადსაღებ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლე მაია ვაჩაძე სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე.

აღნიშნულის საპირწონედ, სასამართლოს სისტემურ დანაშაულებების შეფასებაზე შემოაქვს ახალი შეფასებითი ტერმინი – „იძულების განგრძობადობა“ და რამაზ ახვლედიანის და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისგან, საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების ნაცვლად, მოითხოვს განსაკუთრებულ სამხილებს, რაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყურადღების გარეშე, არ უნდა დარჩეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ არსებითად შელახა რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინა – თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს.
შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს – „ბიზნეს პარტნიორს“.

აღნიშნული საქმის ისტორია საზოგადოებისთვის საყოველთაოდაა ცნობილი – რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სწორედ აღნიშნულის საპირწონედ ამბობს სასამართლო, რომ ადგილი არ ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, იძულების განგრძობადობას, ქონების დათმობის გადაწყვეტილება გამომდინარეობდა პირის თავისუფალი ნებიდან, რაც მთლიანი მართლმსაჯულების ფუნქციონირებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც საყოველთაო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

08:06; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026

კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილი ვარ _ გიგა ბოკერია

როგორ უნდა გაარჩიონ დედაქალაქში მგზავრებმა ტაქსი ცარიელია თუ არა

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო