„სააკაშვილმა გვამები მოიკითხოს უგულავასთან, კაკო ბობოხიძესთან და თავისნაირებში” – ასე ეხმაურება დეპუტატი დავით ზილფიმიანი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას. სააკაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამი შევიდა.
„მის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, იმ ქმედების შემდეგ, რაც მან საქართველოში განახორციელა, სერიოზულად აღქმადიც არ არის. გვამები მე მიმაჩნია, არიან ის დეპუტატები, ვისაც არც კი ჰკითხეს, ისე ჩახსნეს. თავის სურვილის საწინააღმდეგოდ აბულინგებს და ვერ ბედავენ იმის თქმას, რომ პარლამენტში შემოსვლა უნდათ. ასე, რომ გვამები მოიკითხოს უგულავასთან, კაკო ბობოხიძესთან და თავისნაირებში. რა უნდა ვილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც რეალურად საქართველოსთვის მტრობის გარდა არაფერი გაუკეთებია?! ერთს ვურჩევ, როცა ვინმეზე რამეს ამბობს, ჯერ კარგად დაფიქრდეს რას ამბობს” – განაცხადა ზილფიმიანმა.