„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად დაამარცხა კორუფცია”, _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური.
„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“,-აღნიშნა ზელენსკიმ.