„დღეს კაც-პოლიტიკოსების კუნთების თამაშს ვუყურე და ორი წამი მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის პიროვნებაზე მინდა დავწერო ჩემი, როგორც მაშინდელი სტუდენტის შთაბეჭდილება (მისი პოლიტიკის შეფასება არ არის ეს). ადრეულ სააკაშვილს გამოარჩევდა ორი მხარის შერწყმა ერთდროულად: ერთის მხრივ ქუჩაში სირბილი, გაწევ- გამოწევა, დაპირისპირება, მიტინგებზე გამოსვლა და მეორე წამს დალაგებული ინგლისურით დავოსში გამოსვლა, მსოფლიო ლიდერებთან თანაბარი საუბარი, დარწმუნება, ხედვების წარმოჩენა და მსოფლიო დისკურსში მონაწილეობა (სწორად/არასწორად სხვა საკითხია). ანუ ის კლასიკურად ისეთი “ქართველი პოლიტიკოსი” იყო, რაზეც ზურაბ ჟვანია საუბრობს “60 კითხვაში.”
თუ ლიდერს მხოლოდ ერთი მხარე აქვს ე.წ. “ბლატაობა,” და ქუჩა, მაშინ სახელმწიფო საქმეებს ვერავინ ჩააბარებს, ხოლო თუ მხოლოდ მეორე მაშინ კაბინეტის/პარკეტის ვინმე ხარ/არაარჩევადი და ისევ ვიღაცამ უნდა პროპორციული სიით გაგიყვანოს ან სადღაც უნდა დაგნიშნოს“,_ აღნიშნულ პოსტს Facebook-ში მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, იურისტი ანა დოლიძე აქვეყნებს.