საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას მისი ტანაგუნდელი დავით საყვარელიზე ადასტურებს.
საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილს უკრაინაში შესვლაც აუკრძალეს. ამის შესახებ ის საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.
“უკრაინამ მორიგი “იანუკოვიჩი” მიიღო ოღონდ ინგლისურის მცოდნე.
საყვარელიძე წერს, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობისა და უკრაინაში შესვლის უფლების აკრძალვა მის პარტიას ვერ შეაჩერებს.
“პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს უფრო მოაახლოვებს”, – წერს საყვარელიძე.