“2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მთავრობა, ეს იყო ღალატი, სააკაშვილს შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ომი”,_განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ სამ ჟურნალისტთან ინტერვიუსას.
“სააკაშვილს შეეძლო ეს ომი ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინა და არ მიეცა რუსეთისთვის სანუკვარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა 2008 წელს მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. სააკშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში“, – განაცხადა ივანიშვილმა.