https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„საახაალწლო-საექიმო“ მოგონებები

10:39; 2.01.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახალი წლის დღეებში ყველაზე მეტი სამუშაო ექიმებს აქვთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენი თანამემამულეები განსაკუთრებული მზადყოფნითა და მონდომებით ხვდებიან. ეს „მზადება“ იმაშიც გამოიხატება, რომ ზრდასრულ ასაკს მიღწეული ქართველები ახალი წლის დადგომის პირველივე წუთებიდან დროს, ძველით ახალი წლის აღნიშვნამდე სადღესასწაულო სუფრაზე ატარებენ. რასაკვირველია ამ „დაძაბულ რეჟიმს“ ბევრი ვერ უძლებს. სამწუხაროდ ქართველებს ზომიერება ყოველთვის გვღალატობს და ახალი წლის დღეები გამონაკლისს არ წარმოადგენს. ახალი წელი იქით იყოს და როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მოგვეძალება, მშველელებად ექიმები გვევლინებიან

ნება მომეცით დღევანდელ წერილში მორიგი „სახალისო ისტორიები“ წარმოგიდგინოთ. ჩვენი სტუმრები ქართველი ექიმები იქნებიან. მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობა ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სუფრებთან დროს ატარებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გამოძახებაზე მიეჩქარებათ.

ჩვენი „ისტორიების“ პირველი მთხრობელი ქალბატონი ირინა ცერაძე იქნება.

„ძველით ახალი წელი თენდება, მორიგე ვარ და თბილისში ბარაქიანად მოთოვა. გამოგვიძახეს ნაძალადევის რაიონში. ისეთი აღმართი გვაქვს ასავლელი, მანქანა ვერ ადის. მოსახლეობის დახმარებით ქუჩა ფეხით ავიარეთ, მაგრამ წამოსვლისას რომ გამახსენდა, როგორი მოლიპული დაღმართი უნდა ჩაგვევლო, შიშის ზარი დამეცა. ფეხით თუ წამოვიდოდოთ, მოტეხილობას ვერ გადავრჩებოდით. პაციენტის პატრონს ვთხოვე, ჩვენთვის ციგა ეშოვა. თავიდან ეგონა, ვხუმრობდი, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სახუმაროდ არ მეცალა და რამდენიმე წუთში ციგაც მოიტანეს. არ დაიჯერებთ, მაგრამ 12-ს ხუთი წუთი აკლდა, როცა მე და ჩემი ექთანი ციგით ნაძალადევის დაღმართზე დავეშვით. დადგა ძველით ახალი წელი, ატყდა სროლა, თოვს, ჩვენ კი ციგით მივსრიალებთ. ეს მართლაც დაუვიწყარი მორიგეობა იყო“.

ეს ისტორია ერთ–ერთმა ჩემმა ნაცნობმა ექიმმა მომიყვა. მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან მოკრძალებული ადამიანია და „გაზეთში თუ სადღაც „ინტერნეტში“ მუშაობ,  არ გამწეროო“ – მთხოვა.

„შარშანდელ ახალ წელს სასწრაფოში ზარ–ზეიმით შევხვდით. დილის ექვს საათზე შემოვიდა გამოძახება წერეთლის პროსპექტიდან. მახსოვს, ერთ–ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც შუახნის ქალი გამხდარიყო ცუდად, ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. კარი მისმა მეუღლემ გაგვიღო და შემოგვჩივლა, – დამეხმარეთ, გოგონებო, იმის მაგივრად, რომ ცოლმა ახალი წელი მომილოცოს, იმდენი ჭამა, რომ შეტევა დაეწყოო. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავუკეთეთ და ცოტა რომ მომჯობინდა, ქმარს უსაყვედურა – რა გინდა, ნამუსი გაქვს ახლა შენ, ასეთი  ქალები შემოგიყვანე საახალწლოდ სახლში და კიდევ მე მსაყვედურობ, რომელი ცოლი გაუკეთებდა ქმარს ასეთ საჩუქარსო?“

ჩვენი დღევანდელი „საახაალწლო–საექიმო“ მოგონებების მორიგი სტუმარი კიდევ ერთი ჩემი ნაცნობი „მკურნალი“ გახლავთ.

„27 წელია სასწრაფოში ვმუშაობ. სასწრაფოს ყველაზე მეტი გამოძახება ახალი წლის დღეებში აქვს. შესაძლოა ფიქრობთ, თუ კაცს ძალიან არ უჭირს, დღესასწაულებზე სასწრაფოს არ გამოიძახებსო. მერწმუნეთ, ზოგჯერ პირიქითაა…

სასწრაფო დახმარების მეათე ფილიალში ვმუშაობ, რომლის მახლობლად ხანდაზმული მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ყოველ ახალ წელს, თორმეტი საათის დადგომამდე რამდენიმე წუთი რომ რჩება, რეკავს და სასწრაფოდ მოდით, მაღალი წნევა მაქვსო. ერთხელ მეც მომიხდა ახალი წლის ღამეს მასთან მისვლა. რომ შევედით, გაღიმებული შემოგვეგება – არ გეწყინოთ რომ გამოგიძახეთ, კი არაფერი მაწუხებს, არ მინდოდა, მარტო შევხვედროდი ახალ წელს და თქვენს მეტი ვინ მოვიდოდაო. შემოვუსხედით სუფრას და ასე შევხვდით ახალ წელს ამ უჩვეულო პაციენტთან ერთად.

იყო ასეთი შემთხვევაც, ჩუბინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გამოგვიძახა. აღმოჩნდა, რომ ქუჩაზე, ერთ–ერთ ეზოში, უსახლკარო კაცი შეუძლოდ გახდა. რომ მივედით, მივხვდით სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა, მაგრამ  ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ ვიცოდით, არც ერთი სტაციონარი არ მიიღებდა. სხვა რა გზა გვქონდა, ხომ არ მივატოვებდით. მეზობლებს ცხელი წყალი და ღრუბელი ვთხოვე, ექიმმა ხელთათმანი გაიკეთა და  იქვე, ქუჩაში დაბანა. პაციენტი ამასობაში გონს მოეგო და ხმამაღლა ჩაიღიღინა, – დათვი მჭლე და მე მსუქანიო“.

ნება მომეცით სიტყვა ქალბატონ ლამარა კიღურაძეს გადავცე. ქალბატონი ლამარა საქართველოს დამსახურებული ექიმია და პროფესიულმა მოვალეობამ  ერთხელ ახალი წელი სამშენებლო ხარაჩოებზე შეახვედრა.

„ხშირად ლამის სიცოცხლის ფასად გვიწევდა პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ რამდენიმე წლის წინ ერთი მშენებარე სახლიდან გამოგვიძახეს. 53 წლის მამაკაცს გულის შეტევა დაემართა.

შენობას კიბე ჯერ არ ჰქონდა და მშენებლები საგანგებოდ მოწყობილი ხარაჩოებით ადიოდნენ. იმ გზით ასვლას ექიმი დიდ დროს მოანდომებდა, ამიტომ გადაწყდა, ამწით აეყვანათ. თუ დაჰკვირვებიხართ, ციცხვი როგორ ქანაობს, ამიტომ მშენებლებმა ექიმი გააფრთხილეს, მაგრად ჩაეკიდა ხელი სახელურისთვის და ქვემოთ არ ჩაეხედა. ციცხვი მეათე სართულს რომ გაუტოლდა, მემანქანემ გააქანა ციცხვი, ზემოთ მომლოდინე მუშებმა ექიმს ხელი სტაცეს და გადაიყვანეს“.

დღევანდელი საექიმო–საახალწლო „სახალისო მოგონებების“ ბოლო სტუმარი ცნობილი ექიმი–დასტაქარი–გინეკოლოგი, ბატონი ლადო კახაძე იქნება, რომელიც მისთვის საყვარელ რამდენიმე ანეკდოტს მოგიყვებათ.

„საქართველოს ყველა კუთხე თავისი დამახასიათებელი ხალასი იუმორითაა გამორჩეული. მიყვარს კახური იუმორი. ასევე, გურულებს აქვთ სხარტი, შესანიშნავი ანეკდოტები.

ამჯერად აფხაზებზე მინდა მოგიყვეთ: ფეხბურთის მეფე, პელე გამოდის სასტუმროდან, ამ დროს შედის აფხაზი სასტუმროში ისე, რომ გზა არ დაუთმო პელეს, რაც შეურაცხყოფად მიიღო ფეხბურთელმა და ეკითხება აფხაზს – გზა რატომ არ დამითმეო? აფხაზმა ჯერ დაკვირვებით შეათვალიერა და, რომ არ ეცნო, შეეკითხა – ვითომ, ვინ ხარ, რომ გზის დათმობას მთხოვო? აბა, ერთი კარგად შემომხედე, არ ეშვებოდა პელე, – ვერ მცნობო? ვერაო, ირწმუნებოდა აფხაზი, კარგად დამაკვირდი, მთელი მსოფლიო ჩემზე ლაპარაკობს, პრესაში სულ ჩემზე წერენო – განაგრძობდა პელე. ბოლოს აფხაზმა ამოღერღა: ვაიმე, ვერ გიცანი, ლენინ, როგორ გაშავებულხარო.

კიდევ ერთ საყვარელ ანეკდოტს მოგიყვებით:

პატარა,კახელი ბიჭი მოვიდა სკოლიდან სახლში. მშობელთა კრებიდან მობრუნდა დედაც და, ქმრის გასაგონად, ბავშვს გაბრაზებული უყვირის: აი, ამ შენმა შვილმა ამდენი ხალხის წინაშე საქვეყნოდ თავი მომჭრა, მათემატიკაში მიმატება და გამოკლებაც კი არ იცის, მასწავლებელი აღშფოთებულია ამ უვიც ბავშვზეო.

გაბრაზდა მამა და შვილს უხმო, მოდი აქ და მიპასუხე, ორჯერ ორი რამდენიაო? ხუთიო – პასუხობს შვილი. სამჯერ სამი რამდენიაო? – თერთმეტიო. ხუთს მივუმატოთ სამი, გამოვაკლოთ ორი, კიდევ დავუმატოთ თერთმეტი, რამდენიაო? ოცდათხუთმეტიო, – უპასუხა შვილმა. აქ რომ სხაპასხუპით მპასუხობ, მაშ, იქ რა ჯანდაბა გემართება, – უყვირა შვილს.

მერე ერთ კაცს მოვუყევი ეს ანეკდოტი და მეუბნება: მოიცა, ციფრები ჩამაწერინე, მოყოლა რომ დამჭირდეს, არ შემეშალოსო“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

მნიშვნელოვანი ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:03; 26 იანვარი, 2026
ზაფრანი

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები

10:00; 26 იანვარი, 2026
ზაფრანი

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას

09:59; 26 იანვარი, 2026
ზაფრანი

რომელი მცენარე უნდა ჰქონდეთ სახლში

09:53; 26 იანვარი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24 იანვარი, 2026

რუსები ბომბავენ ოკუპირებულ ხერსონის ოლქს, იძულებითი "ევაკუაციისთვის"

თემური და საშობაო-საახალწლო კურდღელი

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო