https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი საახალწლო სახალისო მოგონებების სტუმრები ქართველი სამართალდამცველები არიან, რომლებიც მკითხველებს საახალწლო კრიმინალური შემთხვევების შესახებ მოუყვებიან.

თავდაპირელად სიტყვას ბატონ ამირან რუხაძეს გადავცემ.

„მოსკოვში ვარ, 31 დეკემბრის საღამოა… ქალაქში საახალწლო აურზაურია… ყველას სადღაც ეჩქარება… მაღაზიები სავსეა ხალხით. სულ რაღაც, ოთხ საათში მოვა ახალი წელი! ჩემი სახლის წინ დგას დიდი სუპერმარკეტი, სადაც მე და ჩემმა მეგობარმა საყიდლებზე წასლა გადავწყვიტეთ. სახლიდან ცოლმა გამომატანა იმ პროდუქტების სია, რისი ყიდვაც თვითონ ვერ მოასწრო (იმის მიუხედავად, რომ ათი დღით ადრე დაიწყო საახალწლო მზადება). ჯერ ხომ ათი წუთი დაგვჭირდა, რომ მაღაზიაში შევსულიყავით! იმოდენა რიგი იყო, გეგონებოდა, სურსათის მთელი ერთი წლის მარაგისთვის იყო მოსული ეს ხალხი! როგორც იქნა, შევედით! სასმელი მეორე სართულზე იყიდებოდა, სადაც ესკალატორით უნდა ავსულიყავით, სურსათი კი – პირველზე. ამიტომ, გადავწყვიტე, ჯერ ცოლის სიისთვის მიმეხედა, მაგრამ დიდი სისულელე გავაკეთე, რადგან მეორე სართულზე სავსე ურიკით მომიწია ასვლა… ვდგავარ ესკალატორზე და, უეცრად, დაბნელდა… ჯერ ვერ გავიგე, რა მოხდა. თან, ესკალატორიც გაჩერდა… თურმე დენი წავიდა! უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა! ესკალატორი ორ წუთში დაცარიელდა. არა მარტო მყიდველები, მაღაზიის დახამებული დაცვაც ხსნიდა შამპანურის ბოთლებს და ყველა დანარჩენ სასმელს, რაც კი მაღაზიაში იყო. ატყდა ერთი ბათქა-ბუთქი. გარეთ, რა თქმა უნდა, არავის უშვებდნენ, რომ სიბნელეში რამე არ მოეპარათ. ხალხმაც გადაწყვიტა, ესარგებლა სიტუაციით და, რაც მოასწრეს და რაც კი კუჭში ჩაეტეოდათ, შეჭამეს, მოსანელებლად კი ალკოჰოლური სასმელები მიაყოლეს. ჩვენც დაუფიქრებლად ვეცით კონიაკის სექციას (ამ დროს არც მახსოვდა, სად დავტოვე სურსათით სავსე ჩემი ურიკა). ტელეფონის შუქით მივაგენით ჩვენს საყვარელ კონიაკს და, რადგან არავინ იცოდა, დენი როდის მოვიდოდა, მთელი სიჩქარით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ბოთლი დავცალეთ! შუქი მთელი 40 წუთი არ მოვიდა… ხალხმა თოვლის პაპის საჩუქრად მიიღო არსებული სიტუაცია. მეც ძალიან მადლიერი ვიყავი! როცა შუქი ჩართეს, მაღაზიაში ფხიზელს ვერავის ნახავდი! ნელ-ნელა მივაღწიე ჩემს ურიკამდე (სხვათა შორის, ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა). მართალია, ისეთი მთვრალი ვიყავი, დანაკლისს მაინც ვერ შევამჩნევდი, მაგრამ, სახლში რომ მივედი, ცოლს პრეტენზიები არ გამოუხატავს.

12 საათამდე კი გამოვფხიზლდი, მაგრამ ახლა „პახმელიაზე“ ვიყავი! ათი, ცხრა, რვა.. ორი… ერთი… ვაშააა! ახალი წელი მოვიდა! მეც, როგორც ყველა ჩვეულებრივმა ადამიანმა (მჯერა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაინც), ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრე სურვილი (ძალიან ორიგინალური სურვილი მქონდა) – დავდექი ნაძვის ხესთან და ჩურჩულით წარმოვთქვი: ძვირფასო თოვლის ბაბუა, ისე მოახერხე, რომ ახალი წლის დღეებში ბევრი არ დავლიო და არ გავლოთდე-მეთქი.

31-ში ღამის 12 საათზე რომ დაიწყო ქეიფი, მთელი კვირის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ჩემი სურვილის ასრულების ნიშანს კი თოვლის ბაბუა არ იძლეოდა. არ არსებობდა მიზეზი, მე რომ თუნდაც ერთი სადღეგრძელო გამომეტოვებინა, მაგრამ რაღაცას მაინც ველოდი! მოლოდინში გავიდა ერთი კვირა და შობაც დადგა… ყოველდღე ან „პახმელიაზე“ ვიყავი, ან გალეწილი მთვრალი. უკვე აღარც კი მახსოვდა ჩემი სურვილი.

ამასობაში, დამთავრდა არდადეგები და დაიწყო მეორე სემესტრი. ერთხელაც, ბავშვის სკოლაში წაყვანა მომიწია. შევიყვანე კლასში, გამოვედი გარეთ და ვხედავ: ეზოში ზის დიდი ძაღლი და რაღაც უცნაურად მიყურებს… მე ყურადღება არ მივაქციე და გავაგრძელე ჩემი გზა… ეს ძაღლი კი უკვე წამოდგა და გაცოფებულმა დამიწყო ყეფა, თან, აშკარად არ მოვეწონე და გამომეკიდა. ჩემს ბედზე, ხალხიც არ იყო ირგვლივ, რომ ვინმე მომშველებოდა. როგორც შემეძლო, ვიგერიებდი ძაღლს, მაგრამ, ის საზიზღარი მარტო ყეფით არ დაკმაყოფილდა და ჩემი კბენაც გადაწყვიტა. რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი, მაგრამ ეს დამპალი ძაღლი უფრო გაბრაზდა! შარვლის ფხრეწის ხმა რომ გავიგე და მისი დიდი კბილები ვიგრძენი ფეხზე, მაშინღა მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე…

როგორც იქნა, ხალხი გამოჩნდა და მომაშორეს ეს გაცოფებული, მაგრამ კმაყოფილი ძაღლი! ნაკბენი დიდი არ აღმოჩნდა, თუმცა, მაინც წავედი ექიმთან (რა ჭირი სჭირდა იმ ცხოველს, ღმერთმა იცის). ექიმმა მაშინვე ცოფის საწინააღმდეგო შრატი გამიკეთა და სამთვიანი მკურნალობა დამინიშნა… ეს კიდევ არაფერი! ალკოჰოლური სასმელი მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში ამიკრძალა.

მაშინ მივხვდი, რომ თოვლის პაპამ ამიხდინა ჩემი ორიგინალური სურვილი ძალიან ორიგინალური გზით, ოღონდ, ცოტათი გადააჭარბა!

მას მერე მეშინია უპატრონო ძაღლების და სურვილების ჩაფიქრების…“

შემდეგი საახალწლო რესპონდენტი ბატონი ბოდარ კოხრეიძე იქნება.

„მურში“, როცა ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილებაში გადამიყვანეს სამუშაოდ, იმ პერიოდში მოსკოვში პოგორელოვის ბანდა თარეშობდა. ვიტალი პოგორელოვი ყოფილი მილიციელი იყო, რომელიც სამსახურიდან გააგდეს და ციხეში ჩასვეს. ხოლო რომ გამოვიდა, თავისნაირები შემოიკრიბა და ბანდა ჩამოაყალიბა. ბანდის შემადგენლობაში რვა კაცი იყო.

1975 წლის 31 დეკემბერია, „მურში“ ტრადიციული საახალწლო კარნავალი იმართება და მე თოვლის ბაბუა ვარ, ხოლო ჩვენი ახალგაზრდა ექსპერტ-კრიმინალისტი ლენა პავლოვა კი – ფიფქია. ჩემი განყოფილების ოპერებმა ჯუჯების კოსტიუმები ჩაიცვეს. სცენარის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე მე და ლენას მაგიდებს შორის უნდა ჩამოგვევლო და თანამშრომლებისთვის პატარ-პატარა სუვენირები ჩამოგვერიგებინა, რითაც უზარმაზარი ხურჯინი მქონდა გამოტენილი.

მხიარულება პიკს უახლოვდება, ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც 2 საათია დარჩენილი, როდესაც „მურის“ მორიგემ გამიხმო და ერთ-ერთ ჩემს აგენტს შემახვედრა, რომელმაც მაცნობა, რომ ბანდიტი პოგორელოვი და მისი მეგობრები მოსკოვის ცენტრში, მცირე არბატზე მდებარე ერთ-ერთ სახლში იმყოფებიანო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ჩემი განყოფილების „ჯუჯობა“ გამოვიძახე და პოგორელოვის ბანდის აყვანის გეგმის შედგენას შევუდექით. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო, რომ ალყაში მოგვექცია სახლი და ბანდისთვის დანებება შეგვეთავაზებინა, მაგრამ ეს საშიში იყო ფიზიკურადაც, რადგან ხაფანგში მომწყვდეული ბანდიტები მშვიდობიან მოსახლეობას ამოეფარებოდნენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა და იდეოლოგიურადაც, რადგან მოსკოვის ცენტრში მასობრივ სროლას და აურზაურს არავინ გვაპატიებდა და სამსახურს დაგვატოვებინებდნენ. ამიტომ პატარა სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტეთ.

მთელი ჩვენი განყოფილება მიკროავტობუსში ჩავსხედით, თან ჩვენი ფიფქია, მომხიბვლელი ლენაჩკა წავიყვანეთ და ძველი არბატის იმ სახლს მივადექით, სადაც პოგორელოვი და მისი დამქაშები ბუდობდნენ. როცა სამსართულიანი, ძველი სახლის ეზოში შევედით, ისეთი გნიასი ავტეხეთ, რომ მთელი მეზობლები ღია აივნებზე გამოვიდნენ და ჩვენს ცეკვა-თამაშს ტაშს უკრავდნენ. როდესაც საკონცერტო ნაწილი დასრულდა, ჩვენ საჩუქრების დარიგება დავიწყეთ და სართულებს ჩამოვუარეთ. პოგორელოვი და მისი ბიჭები პირველი სართულის ბინაში იმყოფებოდნენ. ლენამ მათ დაუკაკუნა, კარი გააღებინა და ოთახში, სადაც რვა საშიში დამნაშავე იმყოფებოდა, ცეკვა-თამაშით შევედით. მე და ლენა ვმღეროდით, „ჯუჯები“ ცეკვავდნენ და როდესაც სიმღერა დავასრულე და წინასწარ შეთანხმებული ფრაზა ვთქვი „მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს!“ „ჯუჯები“ ბანდიტებს დაეტაკნენ, განაიარაღეს, ხელბორკილები დაადეს და „მურში“ წავიყვანეთ. ახალი წლის დადგომას ბეწვზე მივუსწარით და ჩვენს დანარჩენ კოლეგებთან ერთად შამპანურიც შევსვით. მაგრამ საჩუქრების დარიგება ვერ მოვახერხეთ, რადგან ისინი ძველი არბატის მობინადრეებს ერგოთ…

ბატონი ნოდარი კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ მოგვიყვება.

„1985 წლის 31 დეკემბერია, გაგანია „პერესტროიკა“. ახალ წლამდე სამიოდე საათია დარჩენილი. იმ პერიოდში უკვე უშიშროებაში ვმუშაობდი და „მურელ“ სტუმრებს ველოდებოდი. სუფრა გაწყობილი მქონდა და როდესაც თვალი გადავავლე, აღმოვაჩინე, რომ მარილი აკლდა. რადგან სახლში მარტო ვიყავი, გასტრონომში მე თვითონ ჩავედი, მარილი რომ მეყიდა. ჩემი სტუმრები კი კიბეზე შემხვდნენ. მე მათ გასაღები მივეცი, ვუთხარი, ბინაში შესულიყვნენ და გზა განვაგრძე. გასტრონომი უკვე იკეტებოდა, იქ მხოლოდ გამყიდველი იყო და ბეწვზე მივუსწარი. დამდეგი ახალი წელი მივულოცე, ფული გავუწოდე და ვუთხარი:

– თუ შეიძლება, მარილი მომეცით.

უცებ უკნიდან მომესმა:

– არ გაინძრეთ, თორემ აქაურობას ჰაერში ავწევთ!

შევტრიალდი და რას ვხედავ, გასტრონომში ვიღაც ნიღაბაფარებული ბიჭი დგას, მარცხენა ხელში ხელყუმბარა უჭირავს, მარჯვენაში კი – უზარმაზარი ჩანთა და გამყიდველს ნავაჭრ ფულს და სურსათ-სანოვაგეს სთხოვს, თან იქაურობის აფეთქებით იმუქრება. ბიჭს ისე უკანკალებდა ხელყუმბარიანი ხელი, რომ ვუთხარი:

– ნუ ნერვიულობ, დეტონატორს მაგრად მოუჭირე ხელი, რომ არ აგიფეთქდეს-მეთქი.

ბიჭმა ჩემი რჩევა ყურად იღო და ხელყუმბარას მაგრად ჩასჭიდა ხელი. გამყიდველმა კი მას 600 მანეთი მისცა, შემდეგ სხვადასხვა პროდუქტები ჩაულაგა ჩანთაში. ბიჭმა უღრიალა:

– სასმელები, ჩქარა კონიაკი და არაყიც ჩამიდე!

მართალია, ბიჭს ნიღაბი ეკეთა და სახე არ უჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ასაკით პატარა იყო. დაბნეულმა გამყიდველმა უთხრა:

– სასმელი არ გერგება, ასაკით პატარა ხარ და არასრულწლოვნებზე სასმელის გაცემა კატეგორიულად იკრძალება.

დაიბნა ბიჭიც. მან ჩანთა იატაკზე დადო, პასპორტი ამოიღო და გამყიდველს დაანახვა, თან უთხრა:

– შენ მე ვიღაც ლაწირაკი ხომ არ გგონივარ, უკვე 18 წლის ვარ, აი, ჩემი „ქსივა“…

ყმაწვილის პასპორტს მეც ჩავხედე, მისი ვინაობა და მისამართი ამოვიკითხე და გამყიდველს ვუთხარი:

– ბიჭი მართალია, 18 წლისაა და სასმელი ეკუთვნის…

გამყიდველმა ბიჭს სასმელები ჩაუწყო და გაისტუმრა. მე კი მარილით ჩემს ყოფილ კოლეგებთან დავბრუნდი. მძარცველის ყველა კოორდინატი გადავეცი და „ქსივიანი“ მძარცველი ახალი წლის დადგომამდე აიყვანეს…“

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„უკვე ყველა „გაიშნიკმა“ იცოდა მისი მანქანის ნომერი…“

10:56; 15 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„ციმბირელი პაპა“

09:22; 15 თებერვალი, 2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14 თებერვალი, 2026

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო